დიდთოვლობამ იაპონიის ჩრდილო ნაწილი, მათ შორის კუნძული ჰოკაიდო დააზარალა
უხვი ნალექის გამო გადაიდო 80-ამდე ავიარეისი და შეფერხდა საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უამინდობა გაგრძელდება და შაბათ დილისთვის თოვლის საფარი 60 სანტიმეტრი იქნება, ამის გამო არ არის გამორიცხული, ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდეს.
