მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტია
ვაქცინის დეფიციტის გამო, შეერთებულ შტატებსა და ევროპის სახელმწიფოებში იმუნიზაციის ცენტრების დროებით დახურვა უწევთ. კოვიდ19-ის ვაქცინის მწარმოებლები იმუნიზაციის პროგრამების შეუფერხებელი პროცესისთვის საკმარისი დოზების დამზადებას ვერ ასწრებენ. გადაუდებელი აუცილებლობისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინების გარდა, კლინიკური ცდების ბოლო ეტაპებზეა კიდევ რამდენიმე მწარმოებელი.
