საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება
21 გარდაცვლილი, 669 ინფიცირებული და ასევე 637 გამოჯანმრთელებული. ეს ბოლო დღე-ღამის მონაცემებია. 24 საათში ქვეყანაში სულ 19 300-ზე მეტი ტესტი ჩატარდა. კარანტინის რეჟიმში 521 ადამიანი რჩება, 2730-ზე მეტი კი სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ. კლინიკურ სასტუმროში 322 პაციენტი იმყოფება. საქართველო იმ ევროპულ ქვეყნებს შორისაა, რომელიც „ფაიზერის” ვაქცინის მისაღებად საჭირო ყველა პირობას აკმაყოფილებს. მიმდინარეობს მუშაობა „ასტრაზენეკას” ვაქცინის მისაღებადაც. ასევე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნისგან არსებობს დაპირება, რომ თუ მათ საჭიროზე მეტი დოზა ექნებათ, მას საქართველოს გაუნაწილებენ. პარალელურად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესები მარტივდება, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის კი ზუსტდება.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
