ბორის ჯონსონის მილოცვა გიორგი გახარიას
„ქედს ვიხრი თქვენი და თქვენი მთავრობის შეუპოვრობის წინაშე, რომელსაც იჩენთ რუსეთის ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევაში” - გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ულოცავს. ოფიციალურ მილოცვაში ბორის ჯონსონი ხაზს უსვამს ქვეყნების მჭიდრო პარტნიორობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ასევე, ჯონსონი ოფიციალურ წერილში ყურადღებას ამახვილებს კოვიდ 19-ის პანდემიასა და საერთო გამოწვევებზე.
სიუჟეტის ავტორი: სანდრო გამსახურდია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
