ISFED-ის საარჩევნო სკანდალი
"ისფედის" საარჩევნო სკანდალი გრძელდება. ორგანიზაცია შეცდომების არაღიარების პოლიტიკას განაგრძობს. სწორედ „სამართლიანი არჩევნების“ მცდარ მონაცემებს იყენებდა ოპოზიცია არჩევნების გაყალბების წარმოსაჩენად. პარალელური დათვლის შედეგში მნიშვნელოვანი ხარვეზები მათ მხოლოდ დეკემბრის ბოლოს აღიარეს, შედეგად, დირექტორი წავიდა. ორგანიზაციის შიდა კომისიამ შეცდომას, რომელსაც ქვეყანაში ლამის პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა, ადამიანური უწოდა. გადამდგარმა ელენე ნიჟარაძემ კი პასუხისმგებლობა ენდიაის ექსპერტებს დააკისრა, რომლებიც ხმების პარალელური დათვლისას მათ ტექნიკურ დახმარებას უწევდნენ. ისფედის კიდევ ერთი შეცდომა ე.წ. 8 პროცენტიანი დისბალანსია, რომელსაც ორგანიზაცია ამტკიცებდა. შესწორებულ ოქმებზე დაყრდნობით, ეს არ დადასტურდა. თუმცა ორგანიზაცია ისევ პირველ განაცხადს მიუბრუნდა, იმ არგუმენტით, რომ შესწორებულ ოქმებს არ ენდობა.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
