რესტორნები ჩვეულ რეჟიმში მუშაობის აღდგენას ითხოვენ
ხვალ ისინი, ერთი დღით გატანის სერვისს აჩერებენ. თემაზე დღეს კომენტარი, უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შწემდეგ ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა, რომელმაც რესტორნების მფლობელებს მიმართა და თქვა, რომ მათ ქვეყანაში არსებული ვითარება უნდა გაითვალისწინონ და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები დაიცვან.
