დავითგარეჯის საქმის გარშემო პოლიტიკური ურთიერთბრალდებები გრძელდება
ოპოზიციასთან ერთად, სახელმწიფო ინტერესების საზიანო განცხადების გაკეთებაში დღეს მმართველმა გუნდმა ივერი მელაშვილი დაადანაშაულა. კრიტიკის საფუძველი გუშინდელი სატელევიზიო ეთერი გახდა. მთავარი კრიტიკა, მელაშვილის გუშინ გაკეთებული განცხადების იმ ნაწილს მოჰყვა, სადაც ბრალდებულმა თქვა, რომ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარკვეული ნაწილი, საქართველოს არ ეკუთვნის.
