ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს
პარტია მოქალაქეებმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ორ საათიანი მოლაპარაკების შედეგი, შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს. შეთანხმება მხარეებს შორის დოკუმენტურად გაფორმდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა განმარტა, იმ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება, რომლებზეც „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა, პირველ მარტამდე უნდა მოხდეს.
