ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ვუჰანში კორონავირუსის წარმოშობის შესწავლა დაიწყეს
ექსპერტთა ჯგუფი ჩინეთში ორი კვირის წინ ჩავიდა, მაგრამ 2 კვირის ვადით სავალდებულო კარანტინის გავლა მოუხდა. სპეციალისტები ლაბორატორიებს, ბაზრებსა და საავადმყოფოებს დაათვალიერებენ, ეწვევიან დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ვუჰანის ლაბორატორიას, ასევე გაესაუბრებიან ქალაქის პირველ კოვიდინფიცირებულებს. მათი მიზანია ვირუსის კერისა და მისი გავრცელების პირობების დადგენა, ასევე ჩინელი მედიკოსების გამოცდილების გაცნობა, რომრლიც მათ პანდემიამდე და მის შემდგომ პერიოდში დაუგროვდათ.
