ადრონული თერაპიის ცენტრი ქუთაისის უნივერსიტეტში
განათლების მინისტრმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიუროს და სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ისინი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტზე მუშაობენ. შეხვედრაზე მხარეებმა ცენტრის მშენებლობისა და განვითარების დეტალები განიხილეს.
