ოპოზიციის რევოლუციური სცენარი
გაგრძელდება თუ არა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის მოლაპარაკება, უცნობია. ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატების საბოლოოდ გაუქმებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. ოპოზიცია ბოიკოტს არ წყვეტს, ცხელ გაზაფხულს აანონსებს და მოსახლეობაში რევოლუციური განწყობის შექმნაზე საუბრობს. ამის პასუხად კი მმართველ პარტიაში კვლავ ამბობენ, რომ ოპოზიციას აქციების რესურსი არ აქვს.
