სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია
პრემიერ მინისტრმა ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დაჩქარების გეგმა განიხილა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების საკითხსაც. ითქვა, რომ სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაცია და ყველა აქტივის რაციონალური გამოყენება მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების აღდგენისთვის, ასევე ქვეყანაში ახალი ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობისთვის.
