მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი წარუამტებელი პოლიტიკური სიმულაცია
ყოფილი პრეზიდენტი მთავრობის დისკრედიტაციას ამჯერად, კოვიდ პანდემიით ცდილობს. სააკაშვილი მორიგ ფეისბუქ მიმართვაში ირწმუნება, რომ მალტას საჭიროზე მეტი ვაქცინა აქვს და საქართველოს შეუძლია დახმარებისთვის მას მიმართოს, რასაც თითქოს ხელისუფლება არ აკეთებს. და ეს იმ ფონზე, როდესაც ვაქცინის მოწოდებაზე ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს კოვაქს პლატფორმასთან და პარტნიორებთანაც. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მიუხედავად სააკაშვილის მტკიცებისა, მალტას ვაქცინა საკთარი მოქალაქეებისთვის არ ყოფნის და დამატებით შესყიდვებს გეგმავს.
სიუჟეტის ავტორი: ნატა მახვილაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
