განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ისევ იყოფა და ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სტრუქტურად ყალიბდება
კერძოდ, ერთი მხრივ ერთიანდება განათლება და მეცნიერება, მეორე მხრივ კი კულტურა და სპორტი. კიდევ ერთი კომპონენტი, რაც კულტურისა და სპორტის სამინისტროს ემატება, ახალგაზრდობის მიმართულებაა. ახალგაზრდობის სააგენტო აქამდე მთავრობის ადმინისტრაციას ექვემდებარებოდა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
