დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებენ რასაც შემდგომში არსებითი განხილვა დაემყარება. ადვოკატები დღევანდელ პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებასაც გეგმავენ მათ შორისაა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა. რაც შეეხება საქმეს ,რამდენიმე წუთში გენერალურ პროკურატურაში გიორგი მანჯგალაძეს ელოდებიან რომელიც უწყების მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში ივერი მელაშვილთან ერთად ფიგურირებს.
