ესპანეთი კანარის კუნძულებზე მიგრანტთა ბანაკებს ხსნის
ესპანეთი კანარის კუნძულებზე მიგრანტთა ბანაკებს ხსნის. ახალი საიმიგარციო პოლიტიკის ფარგლებში, გრან კანარიაზე ორგანიზებულია ორი ბანაკი, კიდევ ოთხი თებერვლის შუა რიცხვებისთვის, ტენერიფესა და ფუერტე-ვენტურაზე გაიხსნება. ხელისუფლების განცხადებით, მიგრანტთა განაწილება კონტინენტურ ნაწილში არ იგეგმება, რადგან ამან შესაძლოა კიდევ უფრო წაახალისოს აფრიკელი მიგრანტები, რომლებსაც ევროპაში დამკვიდრება სურთ. კანარებზე შარშან ჩასულთა საერთო რაოდენობამ 23 ათასს მიაღწია.
