პარლამენტმა „ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონი კოვიდ 19-ის გავრცელების ეფექტიანი პრევენციისა და მართვისთვის - პარლამენტმა „ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. დღესვე პროექტი დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განიხილა. კანონს სპეციალური მუხლი ემატება, რომელიც ვაქცინის ან მედიკამენტის გამოყენებით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელ მხარეებს განსაზღვრავს. კორონა ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაცია ქვეყანაში მთავრობის მიერ დამტკიცებული ვაქცინაციის გეგმის მიხედვით განხორციელდება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
