რას გულისხმობს შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა და რა პასუხისმგებლობა ეკისრება ბიზნესს
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კიდევ 12 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, ვირუსი კი 742 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 1081 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 490 მოქალაქეა, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 069 პაციენტი, კლინიკურ სასტუმროში კი 353 ადამიანი. დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებამდე კი ოთხი დღე რჩება. 1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა. მაღაზიები გაიხსნება თბილისში, ქუთაისსა და რუსთავშიც. სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებს დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები შეხვდნენ.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
