დავით გარეჯის საქმეზე წინასასამართლო სხდომამდე ადვოკატები ბრალდებულებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდნენ
ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ ხვალინდელ პროცესზე არაერთი შუამდგომლობა ექნებათ. საუბარია მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასა და საქმის წარმოების შეწყვეტაზე. ივერი მელაშვილის ადვოკატი ასევე საუბრობს პროკურატურის მიერ გავრცელებილ ფარულ ვიდეოჩანაწერზე და ამბობს, რომ აღნიშნული ჩანაწერი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს
