პარლამენტი ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის დეპუტატებისათვის მანდატების შეჩერებაზე მსჯელობას იწყებს.
განხილვა დღეს საკომიტეტო ფორმატში გაიმართება და პირველ რიგში ორი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას დაეთმობა, მსგავსი მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს სულ 51-მა არჩეულმა კანონმდებელმა მიმართა. განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ექვს საათზე უნდა დაიწყოს. უმრავლესობა ამბობს, რომ გუნდში ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და საბოლოო შედეგი, არჩეული დეპუტატებისთვის, მანდატების შეჩერებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ქმედებებზე და გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.
