27 იანვარი დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღეა
არჩილ თალაკვაძემ ქართველ სამხედროებს პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა. როგორც მან რიგგარეშე პლენარულ სესიაზე განაცხადა, ქართველი ჯარისკაცები, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცებთან ერთად, მსოფლიოს ურთულეს წერტილებში მშვიდობასა და თავისუფლებას იცავენ.
