ცვლილებები რეგლამენტში - თალაკვაძის განცხადება
მალე დადგება დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები საქართველოს პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნიან. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე, რომელთა მიხედვითაც, საპარლამენტო თანამდებობის დაკავების უფლება უფრაქციო დეპუტატებსაც ექნებათ. როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ცვლილებების მიზანია, ოპოზიციის წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, საპარლამენტო ინსტრუმენტები მაქსიმალურად გამოიყენონ.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
