ცვლილებები ჯანდაცვის შესახებ კანონში
საქართველოს პარლამენტი მსჯელობს საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელმაც კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ვაქცინის უმოკლეს ვადებში შემოტანა უნდა უზრუნველყოს. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში რამდენიმე დეტალი ზუსტდება, მაგალითად, მწარმოებელი ქვეყნების მოთხოვნის შესაბამისად, ვაქცინაციის დროს შესაძლო ზიანის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფო აიღებს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
