საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს
ამასთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში ტარდება. საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის მეფობის ხანაში ჩამოვიდა. მას უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. ნინოობა ორჯერ, პირველ ივნისსა და 27 იანვარს აღინიშნება.
