„საქართველო ნატოს ერთგულია და მზადაა წევრობისთვის“- ამ სათაურით სტატიას გამომცემცლობა „BrusselsMorning“ ავრცელებს
ავტორი მიმოიხილავს ბელგიის სამეფოში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს, ამ ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, მათ შორის ნატოს გენერალურ მდივანთან. ყურადღება გამახვილებულია იან სტოლტენბერგის შეფასებაზე, რომ საქართველოს თავდაცვის რეფორმა დადებითად მიმდინარეობს და ქვეყანა ნატოში გაწევრიანებასთან ახლა უფრო ახლოს არის. გამომცემლობა წერს, რომ საქართველოს წვლილი ევროატლანტიკურ პაქტში მნიშვნელოვნად აღემატება მისი ეკონომიკისა და მოსახლეობის რაოდენობას. სტატია მოიცავს ნატოში საქართველოს ელჩის ინტერვიუს, სადაც ვიქტორ დოლიძე ალიანსთან პარტნიორობის განვითარებაზე საურობს.
