აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრები სახელმწიფო რწმუნებულებს ხვდებიან
პანდემიიდან გამომდინარე შეხვედრა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მიზანი უშუალოდ გუბერნატორებისაგან იმ გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიღებაა, რომელიც რეგიონებში არსებობს. ასევე განიხილავენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რამაც შესაძლოა აღნიშნული პრობლემები მოაგვაროს.
