ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის საპროექტო სამუშაოები დაიწყო
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადრონული თერაპიის ცენტრის საპროექტო სამუშაოები დაიწყო. უნივერსიტეტის კამპუსს მსოფლიოს ერთ - ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიუროს გუნდი ესპანეთდან ეწვია. ქუთაისში ადრონული თერაპიის ცენტრის გახსნა უნივერსიტეტში 2024 წელს არის დაგეგმილი. პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და ახორციელებს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2020 წელს გაიხსნა და სტუდენტების პირველი ნაკადი უკვე მიიღო. უნივერსიტეტის მიზანია, ეტაპობრივად გახდეს საერთაშორისო კვლევისა და განათლების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი რეგიონში
