საპარლამენტო ოპოზიციას საკუთარი გადაწყვეტილების შესაცვლელად ერთი კვირა რჩება
51 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს საკანონმდებლო ორგანო, 2 თებერვალს სესიაზე უყრის კენჭს, ხვალიდან კი, საკომიტეტო განხილვები გაიმართება. გირჩის სამი დეპუტატი და პარტია მოქალაქეები, რომლებმაც პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტით არ მიმართეს, მოვლენათა განვითარებას ელოდებიან. ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი 14 პარტიით შევიდა.
