საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიზე მსჯელობა გვიანობამდე გაგრძელდა
განიხილეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ანგარიში და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტინი კოქსმა ოპოზიციურ ძალებს სტრასბურგიდან მოუწოდა, შეუდგნენ სრულფასოვან საპარლამენტო საქმიანობას. ოპოზიციის მიმართ მოწოდებას შეიცავს მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტიც.
