ქსნის მე-15 პენიტენციური დაწესებულება 11 მსჯავრდებულმა დატოვა
პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის კანონის საფუძველზე, ქსნის ნომერ მე-15 პენიტენციური დაწესებულება 11-მა მსჯავრდებულმა დატოვა. ამნისტიის ფარგლებში საპატიმროებს სულ 1 500 მსჯავრდებული დატოვებს. ციხეებიდან ის პატიმრები გათავისუფლდებიან, რომლებმაც კონკრეტული დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.
