სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავა
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება - ამ ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული არაგვისპირელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებისთვის ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს დაემუქრა და უთხრა, რომ ამ კონკრეტულ ტენდერი მისთვის სასურველ კომპანიას უნდა მოეგო, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით დაემუქრა.
