ირაკლი ფანგანის პროცესი ხვალ გაიმართება
შინაპატიმრობა თუ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა? მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის, ირაკლი ფანგანის პროცესი ხვალ გაიმართება. გამოძიება მას პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნას ედავება. საუბარია 23 იანვარს, ბათუმში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ბრალდებულმა, დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა. ბრალდების წარდგენის შემდეგ ფანგანი გაათავისუფლეს. პროკურატურამ მის წინააღმდეგ გირაოს გამოყენება მოითხოვა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
სიუჟეტის ავტორი: დაჯი ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
