ევროპის ქვეყნებში მკაცრი საკარანტინო ზომები ისევ მოქმედებს, საყოველთაო შეზღუდვები გახანგრძლივდა გერმანიაში, ბელგიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში
ევროპის ქვეყნებში მკაცრი საკარანტინო ზომები ისევ მოქმედებს, საყოველთაო შეზღუდვები გახანგრძლივდა გერმანიაში, ბელგიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. ისრაელში ბენ გურიონის აეროპორტი დაიკეტა. კომენდანტის საათის და კოვიდ რეგულაციების შესრულებას პოლიცია აკონტროლებს, სამართალდამცველებმა კანონდარღვევისთვის ასობით ადამიანი დააკავეს და დააჯარიმეს. პოლიცია მოსახლეობას შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გამართვის საშუალებას არ აძლევს.
