პარლამენტი ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას მხარს უჭერს
298 ინფიცირებული, 1 311 გამოჯანმრთელებული და 16 გარდაცვლილი ადამიანი. ასეთია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა საქარველოში. კარანტინის რეჟიმში 511 მოქლაქეა, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 3272, კლინიკურ სასტუმროში კი 443 ადამიანი. ჯამურად ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან ამ დრომდე, კოვიდ 19-, 253816 შემთხვევაა დადასტურებული. 243396 გამოჯანმრთელებული და 3071 გარდაცვლილი. ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ეპიდვითარების შედარებით დასტაბილურება, სწორედ მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება და რეგულაციების ერთბაშად შემსუბუქებამ შესაძლოა ინფიცირების მატება კვლავ გამოიწვევს. საქართველოში მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინა შემოვა. ეს კანონითაც იქნება გამყარებული. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებები მიმდინარე კვირაში, რიგგარეშე სესიაზე დამტკიცდება. გარდა ამისა, ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი მოვლებენების ან გართულებების შემთხვევაში, სახელმწიფო მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებასა და რებილიტაციასაც უზრუნველყოფს. ვაქცინაციის ეროვნული გეგმა მთავრობამ გასულ კვირას დაამტკიცა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
