რევოლუციური განწყობის შექმნის მცდელობა
ოპოზიცია თავისივე შექმნილ ჩიხურ მდგომარეობას არათუ არ აღიარებს, რევოლუციასაც აანონსებს. მათი ერთობა დიდი ხანია აღარ არსებობს, თუმცა ამჯერად ერთმანეთის რეალურ ინტერესებზე საჯაროდ საუბარი დაიწყეს. პოლიტიკური მუხტის ვერ შექმნის შემდეგ ახალი სტრატეგია- ქუჩაში ხალხის სოციალური აფეთქების სახელით გაყვანაა. ვინ, რის საფუძველზე და როგორ აპირებს რევოლუციური მუხტის შექმნას ოპოზიციას კონკრეტული პასუხი არ აქვს. მოსაზრებები ისევ განსხვავებულია და ერთმანეთის საპირისპიროც. ეს კი მმართველი გუნდისთვის უკვე სასაცილოა. ოპონენტები საკუთარ თავებს მხოლოდ რადიკალიზმში ხედავენ, ასეთია „ქართული ოცნების“ შეფასება. სულ ცოტა ხნის წინ იაგო ხვიჩიამ ნიკა მელიას მხრიდან მუქარის შესახებ განაცხადა. რას ჰყვება ხვიჩია, რამ გამოიწვია მელიას გაღიზიანება?
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
