მანდატების შეწყვეტის საკითხი
დასავლელი პარტნიორების შეფასებებისა და დასკვნებისგან მოწყვეტილ ქართულ ოპოზიციას კი ბოლო შანსი ეწურება. არჩევნებიდან ორი თვის განმავლობაში მათ მოახერხეს და რამდენიმე წარუმატებელი აქცია ჩაატარეს, ტრადიციულად სცადეს რადიკალური გზა, ესეც უშედეგოდ. უარი თქვეს მმართველი გუნდის ყველა შეთავაზებაზე დაემტკიცებინათ, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩიხში შეიყვანეს მოლაპარაკებები შუამავალ ელჩთა დახმარებით. ბოლოს მათაც დაესხნენ თავს და რაუნდიდან რაუნდამდე ერთმანეთსაც დაუპირისპირდნენ. „ევროპელები“ შიდა უთანხმოების მთავარ გამოწვევად იქცნენ. ბოკერია- უგულავას კომპლექსის გამო, პარლამენტში შესვლის სურვილი ყველამ ღიად ვერ გამოხატა და იძულებით პოლიტიკურ ტყვეობაში დარჩა. არჩევნების აბსტრაქტული გაყალბების რიტორიკაში მარტო დარჩენილებს ფიქრისთვის კიდევ ერთი კვირა აქვთ. 51 კანონმდებლის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკომიტეტო განხილვა ორ დღეში დაიწყება. პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რა დევს მათთვის სასწორზე. უმრავლესობამ რეგლამენტის ვადები მაქსიმალურად გაახანგრძლივა, თუმცა კომპრომისის არარსებობის შემთხვევაშ,ი ჯერ კიდევ დეპუტატები თებერვლიდან ქუჩაში დარჩენილების სტატუსს ოფიციალურად გაიფორმებენ.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
