დაბრუნდით პარლამენტში - კიდევ ერთი გზავნილი ქართულ ოპოზიციას, ამჯერად ევროსაბჭოსგან
ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ასამბლეის ზამთრის სესიაზე ტინი კოქსის ანგარიშის განხილვა დაიწყო. დღესვე მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მეათე მოწვევის პარლამენტის დელეგაციის პირველი ვიზიტი სწორედ სტრასბურგში მიმდინარეობს. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო დასკვნა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა თავად წარადგინა. ტინი კოქსის შეფასება ასამბლეის სხვა წევრებმაც გაიზიარეს. ევროპელი დეპუტატების განცხადებით, ოპოზიციის მიერ მანდატით დაკისრებული მოვალეობის შესრულება ქვეყანას სჭირდება. ოპოზიციის მიმართ მოწოდებას შეიცავს მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტიც, რომელიც ასევე სესიაზე განიხილება.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
