მანადატების შეწყვეტის საკითხი
51 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტი საკომიტეტო განხილვას 27 იანვარს დაიწყებს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა 18 საათზე უკვე დანიშნულია და რეგლამენტის გათვალისწინებით პირველ რიგში შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. დანარჩენი დეპუტატების საკითხი კი კომიტეტზე 28 იანვარს გავა.
