თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის მისია” წარმატებით დაასრულა
თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში “მტკიცე მხარდაჭერის მისია” წარმატებით დაასრულა. ბატალიონი სამშობლოში სრული შემადგენლობით დაბრუნდა. მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მაღალჩინოსნები დახვდნენ, მათ სამხედროებს მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას” 6 თვის განმავლობაში ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ის როტაციის წესით 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ჩაანაცვლა და უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა.
