ჩუღურეთის გამგეობა ჩუბინაშვილის 52 ნომერში შესახლებულ ოჯახებს მოუწოდებს დაცალონ უკანონოდ დაკავებული ფართები
თემაზე გამგებელმა ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ აქ ძირითადად ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებულის სტატუსის მქონე პირები, რომელთა წინაშე სახელმწიფომ თავის ვალდებულება პირნათლად უკვე შეასრულა და მათ მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართები ან კომპენსაციები. ამის მიუხედავად, რადგან ოჯახებში ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები, გამგეობა და მერია სთავაზობს შესახლებულებს ქირით გადაყვანას და შესაბამისი დახმარების გაწევას. აქვე გეტყვით,რომ შენობა-ნაგებობა, რომელზეც გამგეობამ დღეს ისაუბრა, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სამშენებლო კომპანია ცენტრ-პოინტის დაზარალებულების დაკმაყოფილების მიზნებისთვის გასხვისდა და ახლა კერძო საკუთრებას წარმოადგენს.
