ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესზე გური ამირხანაშვილს კითხავენ
პროკურორის თქმით, ამირხანაშვილი მკვლელობის პირდაპირი მოწმეა და მან ხუთივე ბრალდებულის იდენტიფიცირება შეძლო. თუმცა ამ პოზიციას არ იზიარებს დაცვის მხარე. ბრალდებულთა ინტერესების ამცველებისათვის გაუგებარია, რატომ არის გური ამირხანაშვილი პირდაპირი მოწმე, როდესაც უშუალოდ მკვლელობის ეპიზოდზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას ხუთ ადამიანს ედავება, საქმეზე კი სულ 17 ახალგაზრდა დააკავეს, ნაწილს ძალადობას და მის ორგანიზებას ედავებიან.
