რამდენიმე წუთში გაიხსნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია
რამდენიმე წუთში გაიხსნება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია. პირველივე სხდომის დღის წესრიგში საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ანგარიშის განხილვაა. მომხსენებელი მისიის ხელმძღვანელი, ჰოლანდიელი დეპუტატი ტინი კოქსია. ანგარიშის მოსმენას დაესწრება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც, რომლისთვისაც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში პირველი ვიზიტია.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
