უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრი ირაკლი ფანგანი დააკავეს
გამოძიება დევნის მუხლით მიმდინარეობს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ინციდენტი ბათუმში გუშინწინ მოხდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარეს.
