საქართველოში კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა, 1 311 კი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა, 1 311 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. საქართველოში კორონავირუსის 253 816 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 243 396. გარდაიცვალა 3 071 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 868 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 686 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 182 PCR ტესტით. კარანტინის რეჟიმშია 511, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 272. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 443 მოქალაქე ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
