პური არ გაძვირდება
ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობა ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდიას 15 ლარამდე ზრდის. შედეგად მასობრივი მოხმარების პური არ გაძვირდება. ცვლილება პირველი თებერვლიდან ამოქმედდება. პროგრამა დეკემბრის დასაწყისში დაიწყო და 4-ი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
