დეპუტატების მიწვევით, საკანონმდებლო ორგანოში დღეს ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მინისტრები იმყოფებოდნენ
რეალური დეცენტრალიზაცია, ორ მილიარდ ლარზე მეტი სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და რეგიონების განვითარებისთვის პრიორიტეტული ნაბიჯების განსაზღვრა - ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა. რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, 2021 წლის მთავარ პრიორიტეტებს შორის მან ევროპულ ბაზარზე ექსპორტის გაზრდა და მიწის რეფორმის კანონის მონიტორინგი დაასახელა.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
