კახა ბექაურის განცხადება
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხის“ ეთერში სავარაუდო უხამსობის შემცველი სიუჟეტი დღეს განიხილა, გადაწყვეტილებას კი მომდევნო სხდომაზე მიიღებს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე განაცხადა, რომ მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღებისა და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - განაცხადა კახა ბექაურმა.
