შეიცავდა თუ რა უხამსობას „მთავარი არხის“ სიუჟეტი და დაირღვა თუ არა კანონი?
? გადაწყვეტილებას კომუნიკაციების კომისია ერთ კვირაში მიიღებს. საუბარია სიუჟეტზე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ეხებოდა. კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სიუჟეტი შიცავდა უხამს გამონათქვამებს. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კი კომისიას აქვს ვალდებულება რეაგირება მოახდინოს აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში.
