პოსტკოვიდური სინდრომი საქართველოსა და მსოფლიო მედიკოსთა ახალი გამოწვევაა
პანდემიის პარალელურად, პოსტკოვიდური სინდრომი საქართველოსა და მსოფლიო მედიკოსთა ახალი გამოწვევაა. სუნთქვის, თირკმლისა და გულის უკმარისობა - ეს ის ძირითადი სიმპტომებია, რომლითაც კოვიდგადატანილი პაციენტები კლინიკებში ბრუნდებიან. ფართომასშტაბიანი კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა ექიმების დაკვირვების შედეგად ირკვევა, რომ ხელახალი ჰოსპიტალიზაცია იმ პაციენტებს უწევთ, რომლებმაც კორონავირუსი მძიმე ფორმებში გადაიტანეს. ამ დროისთვის საქართველოში პოსტკოვიდური სინდრომის 60 შემთხვევაა აღრიცხული.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
