საქართველოს ისტორიული გამარჯვება სტრასბურგში
მყარი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე. რუსეთის წინააღმდეგ 12 წლიანი დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. ამას სტრასბურგის სასამართლო ამბობს. ქართველების ეთნიკური წმენდა, ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა, სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა, საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობა - ამ ყველაფერზე კრემლს პასუხისმგებლობა დაეკისრა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე შეფასდა, როგორც ისტორიული. თბილისში მიაჩნიათ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
